|
2022-04-16 12:53:50, 1796 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი ბანკის მმართველობაში ცვლილებები იგეგმება
სს ‘ლიბერთი ბანკის’ მმართველ გუნდში ცვლილებები იგეგმება. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, 2022 წლის 1 მაისიდან ვასილ ხოდელი დატოვებს გენერალური დირექტორის პოზიციას და მას დაიკავებს ბექა გოგიჩაიშვილი. სამეთვალყურეო საბჭო განაგრძობს ბანკის მხარდაჭერას და აქტიური მონაწილეობის მიღებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების პროცესში. სს ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ განაცხადა: ”ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად დიდი მადლობა გადავუხადო ვასილ ხოდელს გაწეული სამუშაოსთვის და მისი წვლილისთვის ბანკის წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში. ვასილ ხოდელის მმართველობის განმავლობაში, რომელსაც პანდემიის ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. 2019 წლიდან დღემდე შესრულდა მრავალი ამოცანა, რომელიც ბანკმა დაისახა მიზნად: ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მენეჯმენტის გუნდის ფორმირება, საკრედიტო პორტფელისა და ზოგადად ბიზნესის დივერსიფიკაცია. ლიბერთის მენეჯმენტის გუნდს სრულ ნდობას ვუცხადებთ დასახული სტრატეგიის აღსრულების პროცესში, ვასილ ხოდელს კი ვუსურვებთ წარმატებას. ბექა გოგიჩაიშვილს აქვს 10 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანალიტიკისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯმენტის მიმართულებით. ბექა ‘Hunnewell Partners Georgia’-ს 2017 წელს ინვესტიციების მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა და მას შემდეგ, აქტიურად იყო ჩართული ლიბერთი ბანკის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. 2020 წლიდან კი იკავებდა ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას. მტკიცედ მჯერა, რომ მისი პროფესიული და პიროვნული თვისებები, ასევე ლიბერთის მმართველ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება სასიკეთოდ წაადგება ბანკს. წარმატებას ვუსურვებ ბექას და ლიბერთის მომავალი მიზნების მიღწევაში.’ ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის: PR@lb.ge, www.libertybank.ge
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)