04:57 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 15:24:11, 1168 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი - რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხე სერიოზულად უნდა მივიღოთ

" ვერც ერთი ჩვენგანი მსუბუქად ვერ მიიღებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ტაქტიკური ან დაბალი ეფექტურობის ბირთვულ იარაღზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA-ის) დირექტორმა, ბილ ბერნმა განაცხადა.

ბერნმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პრაქტიკული მტკიცებულება რიამე ტიპის სამხედრო განლაგების შესახებ, რომლებიც ამ შეშფოთებას გააძლიერებს. თუმცა ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან .

" პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის სასოწარკვეთის გათვალისწინებით, ასევე, სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, ვერც ერთი ჩვენგანი მსუბუქად ვერ მიიღებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ტაქტიკურ ან დაბალი ეფექტურობის ბირთვულ იარაღზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ კრემლის მხრიდან გარკვეული რიტორიკული პოზიცია ბირთვული განგაშის მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, ჯერჯერობით არ გვინახავს პრაქტიკული მტკიცებულება იმ ტიპის სამხედრო განლაგების შესახებ, რომლებიც ამ შეშფოთებას გააძლიერებს. თუმცა ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით " - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა .

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics