05:40 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 15:10:53, 780 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 16 და 17 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკურას ყვავილობის ღონისძიება ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე წარუძღვება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, დამთვალიერებლები კი შეძლებენ, შეიძინონ იაპონური ჩაი, თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გაეცნონ იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნებასა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებულ ნამუშევრებს.

"ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.  

ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება." - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics