09:53 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 21:05:08, 1875 ნახვა

რეგიონი
დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი იმოძრავებს

დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის მიმართულებით დღის განმავლობაში იმოძრავებს.

ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ასევე, დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ელექტრო მიკროავტობუსი ერთი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში დილის 9:00 საათიდან საღამოს 6:00   საათამდე იმოძრავებს.

საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ  მოპოვებული გრანტით 77 235 აშშ დოლარის ოდენობით  იქნა შეძენილი. 

ელექტრო მიკროავტობული მერმა როლანდ ბერიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად დღეს, შპს ,,ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ოფიციალურად გადასცა მართვაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics