17:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 19:21:57, 1285 ნახვა

პოლიტიკა
ჰუბერტ ქნირში - დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს, საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია

ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს მთავრობასთან, ვუსმენთ საჯარო გამოსვლებს და გვქონდა პირდაპირი შეხვედრები მათთან. დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია. ეს ძალიან მნიშნველოვანია და ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას ამ მიმართულებით.

ასევე ვხედავთ, რომ საქართველო მხარს უჭერს სხვა ქვეყნების პოზიციებს. მსოფლიო საზოგადოებაში, გაერო-ში, საქართველო არის ერთ-ერთ, რომელიც არის ჩვენთან ერთად და მუშაობს, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო კონსენსუსი უკრაინის დასაცავად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“,- განაცხადა ელჩმა.

ქნირშის თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არ არის საფრთხე მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საფრთხეა ევროპის მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის.

„ვხედავთ იმ ქმედებებს, რაც ხორციელდება უკრაინაში და ეს არ არის საფრთხე მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საფრთხეა ევროპის მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ძლიერად დგას და იღებს საჭირო დახმარებებს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ყოველდღე ვხედავ გაერო, ნატო, ევროკავშირი განიხილავს გზებს თუ როგორ დაუჭიროს მხარი უკრაინას. გერმანია გადასცემს იარაღს უკრაინას, ეს არის ის, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურად უფრო ძლიერი ხდება“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics