17:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 17:40:03, 1143 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე „ოცნებას“ - მიმიწვიეს შეხვედრაზე, უნდა ყოფილიყო ყაზბეგში და წავედით ბაკურიანში

ეს არის პოლიტიკური შოუმენობა, რომელსაც დგამენ იმისთვის, რომ მთავარ საკითხებზე არ ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებასა და მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ  უკრაინაში ვიზიტის და ევროკავშირის კითხვარის თემები ამ თემით გადაფარა, რაც არ გამოვიდა და ისევ რევოლუციის თემა მოიგონეს.

"როცა "ქართული ოცნება "არის ძალიან მძიმე დღეში, გამოდის და რაღაცას მოიგონებს, მერე ამის მეორე სერიას -გაგრძელებას იგონებს, გუშინ ხომ თქვეს, რომ შეიკრიბნენ, დღეს თქვეს, რომ წიგნი იყო ტირანიაზე, ხვალ იტყვიან, რომ ამ წიგნის მესამე თავი იყოო. ეს არის პოლიტიკური შოუმენობა, რომელსაც დგამენ იმისთვის, რომ მთავარ საკითხებზე არ ვისმჯელოთ.

როგორ ვილაპარაკო ამაზე სერიოზულად? მიმიწვიეს შეხვედრაზე და წავედით. უნდა ყოფილიყო ყაზბეგში და მერე წავედით ბაკურიანში, სხვათა შორის, ვიჯექით ისეთ ადგილზე, გვერდზე დადიოდა ხალხი, უფრო მეტს გეტყვით - ყველა ჩავრთეთ ამ რევოლუციური სცენარის განხორციელებაში", - აცხადებს ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics