|
2022-04-14 16:56:14, 1501 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის (USAREUR-AF) მეთაურის სპეციალური ასისტენტი იმყოფება. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტისა და პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილი პირადი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. „თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ნაყოფიერი მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. მან გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით, აშშ-ის არმიის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და თანამშრომლობის მზარდი დინამიკის გაგრძელების იმედი გამოთქვა. მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს. გენერლებმა უკრაინაში განვითარებული პროცესები, რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს და უკრაინელი ხალხის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.“ - ნათქვამია ინფორმაიცაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)