05:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 22:42:55, 1394 ნახვა

მსოფლიო
კუნძულ ჯერსის სასამართლომ აბრამოვიჩის 7 მილიარდი დოლარის ქონება გააყინა

ლა მანშზე მდებარე ბრიტანეთის გვირგვინის დაქვემდებარებულ კუნძულის ჯერსის სასამართლომ რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის 7 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა.

ჯერსის სამართალდამცავმა განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შენობა, რომელიც სავარაუდოდ აბრამოვიჩთან იყო დაკავშირებული, 12 აპრილს გაჩხრიკეს.

ჯერსი არ არის დიდი ბრიტანეთის ნაწილი, მაგრამ ის ეკუთვნის ბრიტანეთის მონარქიას და შეესაბამება ლონდონის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასევე უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას.

მანამდე ბრიტანეთის ხელისუფლებამ აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რაც ახსნა რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირებით, რომელმაც ომი გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ. ამან გამოიწვია მისი ბრიტანული აქტივების გაყინვა, მათ შორის აბრამოვიჩის ჩელსის საფეხბურთო კლუბის ნაწილობრივი დაბლოკვა.

ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის გამო, ჯერსი არის ერთ-ერთი ოფშორული ზონა, სადაც რეგისტრირებულია მრავალი კომპანია მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც ამ გზით ცდილობენ შეამცირონ გადასახადები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics