17:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 17:23:38, 1065 ნახვა

პოლიტიკა
რუსლან სტეფანჩუკი: ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა

ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა, - ამის შესახებ უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილთან საუბრის შემდეგ, სოცალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი ეწვიოს უკრაინას, რაც საშუალებას მისცემს საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურონ მეგობრული ურთიერთობა. 

"პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ვიზიტის სურვილი დაადასტურა. ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა.ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას! მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვძებნით შეხების წერტილებს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე ის, რაც გვყოფს",- წერს სტეფანჩუკი. 

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა, რის შემდეგაც უკრაინაში ჩასვლის გადაწყეტილება მიიღო. მისი თქმით, ამ ვიზიტით არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics