18:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 09:31:07, 1061 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტნი - საქართველოში დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ.

„ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიების და დევნის შესახებ, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ; ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ შეზღუდული პატივისცემის შესახებ; ლგბტქ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობის შესახებ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. მთავრობის წარუმატებლობამ, ჩაეტარებინა სარწმუნო გამოძიება 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე და სასამართლო წესით დევნა განეხორციელებინა ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოიწვია ამ ძალადობასთან დაკავშირებული დაუსჯელობა,“- აღნიშნულია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics