|
2022-04-12 12:30:17, 1502 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფო“ ბრიფინგზე არ დაუშვა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბრიფინგზე დასასწრებად მედიააკრედიტაცია არ მისცა. გადამღები ჯგუფი ადმინისტრაციის შენობაში არ შეუშვეს. როგორც „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გუშინდელ გადაცემაში აღნიშნა, უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მათი წარმომადგენელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს. „პრესცენტრს მინდა, რომ გავესაუბრო – ყველა ჟურნალისტი შეუშვეს აბსოლუტურად, ჩვენ გარდა. სამი საათით ადრე, როგორც კი ჩაინიშნა პრეზიდენტის ბრიფინგი, მაშინვე გადმოაგზავნა ჩემმა პროდიუსერმა, თუმცა შეუშვეს ყველა და უკვე მე-2 შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ“, – ამბობს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი სიუჟეტში. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. „ალტ-ინფო“ ძალადობრივი, პრორუსული ორგანიზაციაა. მათი ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)