|
2022-04-11 22:07:39, 1385 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე
ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, დიდი და რთული სამუშაო იწყება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ფაქტი, რომ დღეს ლუქსემბურგში კომისარმა ვარჰეიმ გადასცა კითხვარი საქართველოს, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესის საწყისს. ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვას საქართველოს მთავრობისადმი. შეკითხვების მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, რომ შეაფასოს საქართველოს მზაობა." - თქვა ელჩმა. ჰარცელის თქმით, შემცირებულია კითხვების რაოდენობა წინა გაწევრიანებების შემთხვევებთან შედარებით, რათა ჩქარა წავიდეს ეს პროცესი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, შესაბამისად, ევროკავშირი ცდილობს, პროცესი სწრაფად წარმართოს. „ეს არის განსაკუთრებული დრო და კომისია ცდილობს, უზრუნველყოს, რომ ასე განსაკუთრებულად სწრაფად განხორციელდეს ეს პროცესი. ევროკავშირი წინათ ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი გახლავთ, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე განმაცხადებელი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ წუთას ვხედავთ ყველაზე სწრაფ პროცესს, რაც შეუძლია, ევროკავშირს განახორციელოს“, – განაცხადა ელჩმა. სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)