|
2022-04-11 13:00:36, 1690 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცის სამუშაოები მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით,საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მეორე სართულის ფანჯრები, მიმდინარეობს ჭერის მოწყობა და ლესვითი სამუშაოებისათვის კედლების მომზადება.
„სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. ახალის მშენებლობების პარალელურად, ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ მოქმედი ბაღების სარემონტო სამუშაოებს. 2021 და 2022 წლებში 4 ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ, ამჟამად კი 2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)