|
2022-04-11 10:52:33, 1135 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Euromoney“- „თიბისი“ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „თიბისიმ“ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, „თიბისის“ ბაზრის წილი - 48%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. „თიბისის“ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1 000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე, საერთაშორისო კომპანია სარგებლობს. მათივე ცნობით, კლინეტი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის, დამატებითი შესაძლებლობებისა და ციფრული გადაწყვეტების შექმნის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში, „თიბისი“ არაერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთო. „თიბისი“ ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას შეუერთდა და საპილოტე პროგრამაში - Preview Offering Program ჩაერთო. სატესტო პროგრამის მიზანი ვაჭრობის დაფინანსების პროცესში ციფრული ხელშეკრულებების დანერგვა იყო. ამასთანავე, „თიბისი“ პირველი ბანკია რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროექტებშია ჩართული. „თიბისიმ“, Marco Polo პლატფორმის საშუალებითა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, საპილოტე რეჟიმში, კომერცბანკთან ერთად, 2 სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელა. „თიბისი“ მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტრანზაქციის მონაწილეც იყო, რომელიც EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერითა და FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელდა. „საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ვაჭრობის დაფინანსების ისეთ გადაწყვეტებზე, რომლებიც ვაჭრობის პროცესსა და მომარაგების ჯაჭვს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. გამოწვევებით სავსე ბოლო 2 წლის განმავლობაში, კომპანიებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ რას ნიშნავს მუდმივად ცვალებადი გარემო. სწორედ ამიტომ, კლიენტები ჩვენგან, მათი პარტნიორი ბანკებისგან, დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ელიან. აქედან გამომდინარე, Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება, ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე არა მარტო ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს, არამედ ადასტურებს, რომ პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ, კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ და ნებისმიერ რეალობაში მათი სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)