10:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 10:53:51, 830 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 489 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 743 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 746 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 107 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 651 577.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.65%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 715.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 777 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 12, ქვემო ქართლი -5, შიდა ქართლი - 4, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 059 საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 233, აჭარაში - 26, იმერეთში - 79. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი, მათ შორის, თბილისში - 63, აჭარაში - 17, იმერეთში - 8. 2 647 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics