07:28 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 11:45:43, 887 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალია რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს, ჯამში 67 პირს, სანქციებს უწესებს

ავსტრალია, უკრაინაში შეჭრის გამო, რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს, ჯამში 67 პირს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა განაცხადა. 

„დღეს მე ვაცხადებ დამატებით სანქციებს 67 რუსული ელიტებსა და ოლიგარქებზე, ასევე პუტინთან დაახლოებულ პირებზე, ვინც მის სასტიკ ქმედებებს ხელს უწყობს და მხარს უჭერს“, - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი მაშინ დააწესა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ქვეყანამ მოგზაურობა აუკრძალა და რუსეთის უშიშროების 8 წევრს ფინანსური სანქციები დაუწესა. ამასთანავე, პრემიერმა განაცხადა, რომ არსებული სანქციები, რომლებიც ეხება ყირიმის და სევასტოპოლის ოკუპაციას, გაფართოვდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics