20:25 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 23:13:43, 3591 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკეზე

საქართველო შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის თაობაზე. დეკლარაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

დეკლარაციაში ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს.

„სამხედრო დანაშაულისა და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენი პირები, ისევე როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო და სამხედრო მაღალჩინოსნები, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ყველა ზომას.

კერძოდ, სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორების მიერ წამოწყებულ გამოძიებას სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, ისევე როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებების მოგროვებასა და დაცვაში.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მთელი მსოფლიოსთვის ამ მძიმე წუთებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და სასწრაფოდ განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დეკლარაციას საქართველოსთან ერთად ასევე უერთდებიან უკრაინა და მოლდოვა. ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics