|
2022-04-06 13:53:53, 1223 ნახვა
სამართალი
სამ თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 894 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 894 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 48 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 316 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 144 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში, 122 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 83, შიდა ქართლში - 50, მცხეთა-მთიანეთში - 30, აჭარაში - 29, გურიაში - 12, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში კი, 10 სამართალდარღვევა გამოვლინდა. რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის პირველ სამ თვეში, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2.100 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 129 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)