20:57 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 10:29:27, 1398 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძენად დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად. - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„მსოფლიო გამოგნებულია რუსეთის ჯარების მიერ ბუჩასა და მთელ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გამო, უკრაინელები გაბედულად აგრძელებენ თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

პრეზიდენტის ბრძანებით, დაუყოვნებლივ ვაგზავნით 100 მილიონი აშშ დოლარს, რათა დავეხმაროთ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად“, - თქვა ბლინკენმა. 

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები იმუშავებენ რუსული ომის დანაშაულების შესახებ დოკუმენტირებაზე და ინფორმაციას მიაწვდიან შესაბამის ორგანოებს, რათა პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წასრდგნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics