12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 12:55:16, 450 ნახვა

საზოგადოება
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდი დაიწყო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება 4 აპრილიდან 13 მაისის, ხოლო აპლიკაციების მიღება 4 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

"უპირველეს ყოვლისა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან თავის ქვეყნისთვის და თავისუფლების იდეის ერთგულების საოცარ მაგალითს იძლევიან.

არსებულ ვითარებაში კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ განათლება მნიშვნელოვანი იარაღია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში. ძლიერ საზოგადოებას განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული ადამიანები ქმნიან, ხოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი ღერძი სკოლა და მასწავლებელია. გვინდა ეს გზავნილი კიდევ უფრო გავაძლიეროთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კამპანიის ფარგლებში". - განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საპრიზო ფონდი გაიზარდა. 2022 წლის გამარჯვებული გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 15 000 ლარს მიიღებს, ხოლო ლიბერთი ბანკი თითოეულ ფინალისტს 5 000 ლარით დააჯილდოებს.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.  კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize" ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი".





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics