|
2022-04-04 15:32:23, 611 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - 2 თვეში, დიალიზის თერაპია, კიდევ 7 ქალაქში ხელმისაწვდომი იქნება
მომდევნო 2 თვეში, დიალიზის თერაპია, დამატებით, 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი - განცხადება ამის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 4 კერძო კლინიკასთან. სწორედ ისინი შესთავაზებენ, 4 სხვადასხვა ქალაქში, ბენეფიციარებს დიალიზის თერაპიას. ამასთან, პაციენტები, მათი სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებას მიიღებენ თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში. „ჩვენ ყველა ქალაქში შევისწავლეთ, ამ კუთხით, არსებული სიტუაცია - პირველ ეტაპზე, შევთანხმდით, რომ თიანეთი, მესტია და ამბროლაური ყველაზე კრიტიკული ლოკაციებია. ამასთან, 4 კერძო კლინიკასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დამატებით, 4 ქალაქში იყოს დიალიზის სერვისი - მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ჯამში 7 ქალაქში, სრულად იქნება ხელმისაწვდომი დიალიზის თერაპია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)