13:44 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 10:59:26, 803 ნახვა

სამართალი
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც მეუღლე გააუპატიურა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

კახეთის პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1 პირი დააკავა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლე გააუპატიურა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ცემა და თოთხმეტი წელს მიუღწეველი შვილების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.
მას ბრალად ედება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის გაუპატიურება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემა, მუქარა, თვითმკვლელობამდე მიყვანა და წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დ.გ. საკუთარ მეუღლეზე -1993 წელს დაბადებულ თ.ც.-ზე. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. გარდა ამისა, ბრალდებული მეუღლეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-137 - მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-126 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11'-115 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11'-141 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- წერია განცხადებაში.

დანაშაულები 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics