14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 16:01:41, 549 ნახვა

საზოგადოება
ისრაელში ტუროპერატორებს აჭარის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისრაელში ტურისტული და სარეკლამო კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართეს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

პრეზენტაციაზე უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. გარდა პრეზენტაციისა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ჩაატარეს მედიაპლატფორმების, ტელევიზიების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც აჭარის შესახებ რეპორტაჟების, ბლოგებისა და სტატიების მომზადება იგეგმება. 

პრეზენტაცია და შეხვედრები ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „IMTM 2022” ფარგლებში  განხორციელდა, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც რეგიონში რეგულარული ფრენებისა და ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics