23:09 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 12:55:24, 1101 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიის პროგრამა - ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება" საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად დასახელდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა - ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება", ერთ-ერთ საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად დასახელდა. სიგელი შუახევის მუნიციპალიტეტის მერს, ომარ ტაკიძეს გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა, სადაც პროექტის ფარგლებში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინეს.

გამომსვლელებმა, მუნიციპალიტეტებს შორის კარგი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელების ფარგლებში, უფრო მეტი უფლებამოსილებების დელეგირებაზე ისაუბრეს, რაც ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზებისა და სოციალურ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტთან ერთად დაჯილდოვდნენ ბათუმის, ლანჩხუთის, სენაკისა და გორის მუნიციპალიტეტები.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics