05:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 12:10:14, 949 ნახვა

ეკონომიკა
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას დმანისის მუნიციპალიტეტში გაეცნენ

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ პროგრამის დეტალები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან შეხვედრაზე განიხილა. 

მიმდინარე ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ ქვემო ქართლის რეგიონში შერჩეული იჯარით გასაცემი საძოვრების საერთო ფართობი 6602 ჰექტარს შეადგენს, აქედან: დმანისი - 52 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 6,255 ჰა; თეთრიწყარო - 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 241 ჰა; წალკა - 2 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 106 ჰა. 

შერჩეული საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა ამ ეტაპზე შერჩეული საძოვრებისთვის  დაწყებულია და 26 აპრილამდე გაგრძელდება.

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics