10:02 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 10:05:30, 808 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი - რუსული ჯარების ნაწილობრივი გაყვანის მიუხედავად, კიევს საფრთხე კვლავ ემუქრება

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ძალების ნაწილობრივი გაყვანისა, უკრაინის დედაქალაქი კვლავ საფრთხეშია. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„კიევს კვლავ საფრთხე ემუქრება, საჰაერო თავდასხმები გრძელდება", - განაცხადა მან.

მანვე დასძინა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდი განსხვავება, როგორიცაა მასიური მოძრაობა, არ უნახავთ და არ ყოფილა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ კიევის ოლქიდან ჯარებს ნაწილობრივ გაიყვანდა. მიუხედავად ამისა, დღეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადების მიუხედავად, რეგიონებში აქტივობის შემცირებასთან დაკავშირებით, ჩერნიგოვი და კიევი კვლავ მუდმივი საჰაერო და სარაკეტო დარტყმების ქვეშ არიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics