2022-04-01 09:47:19, 916 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - EU-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული „უპასუხისმგებლო“ სანქციები უპასუხოდ არ დარჩება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ნიკოლაი კობრინეცი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული „უპასუხისმგებლო“ სანქციები და მტრული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.
დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ ბრიუსელი მიხვდება, რომ რუსეთთან დაპირისპირება მის ინტერესებში არ შედის.
„ევროკავშირის ქვეყნებში, ალბათ, გააცნობიერებენ, რომ დაპირისპირება მათ ინტერესებში არ შედის. ბრიუსელის უპასუხისმგებლო სანქციები უკვე უარყოფითად მოქმედებს რიგითი ევროპელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე",- განაცხადა დიპლომატმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,