|
2022-03-31 15:42:29, 1479 ნახვა
რეგიონი
აჭარაში რესტორნის სერვისის სტანდარტებზე ვიდეოგაკვეთილები მომზადდა
რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ვიდეოგაკვეთილები მოამზადა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცლებს. მათივე ცნობით, პრაქტიკული ვიდეოგაკვეთილები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორებიცაა მაგიდის ეტიკეტი, სუფრის სწორი გაშლა, მენიუს სახეობები, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სტუმრის მიღება, გარდერობის მომსახურება და მაგიდასთან განთავსება, ასევე დესერტის სერვირება, ღვინისა და საკვების შეხამება, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სერვირება, მიმტანისა და მენეჯერის ჩაცმულობა, პირადი ჰიგიენის სტანდარტები. "პრაქტიკული სასწავლო ვიდეორგოლები რესტორნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებზეა გათვლილი. მათი ნახვა მსურველებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინპლატფორმაზე http://serviceajara.ge/Video-Lessons/ შეუძლიათ. ვიდეოგაკვეთილებში საერთაშორისო სერვისის ტრენერი ანდრიას ქურასბედიანი საუბრობს, თუ როგორი უნდა იყოს სერვისის სტანდარტები რესტორნებში. პროექტის ფარგლებში ჯამში 10 ვიდეოგაკვეთილია მომზადებული." -აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)