|
2022-03-31 11:40:05, 416 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაში. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - სტეფან სირბუმ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - კარლო კაციტაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ - გიორგი ბურჯანაძემ და ევროპის საბჭოს (CoE) პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელმა - დონჩე ბოშკოვსკიმ გახსნეს. შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში, მომავალი 6 თვის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს. ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისათვის გადამზადების არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, ასევე შეაჯამა მნიშვნელოვანი აქტივობები და მიღწეული შედეგები. ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერისთვის. ღონისძიების დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)