|
2022-03-31 10:33:10, 544 ნახვა
მსოფლიო
The New York Times - ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იმის გამო იზრდება, რომ კრემლის ხელმძღვანელს არ მიაწოდეს ზუსტი ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგების შესახებ, - ამის შესახებ The New York Times-ი აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. თეთრ სახლში ხაზი გაუსვეს, რომ ვლადიმერ პუტინის მრჩევლები მას დეზინფორმაციას აწვდიან, უკრაინაზე შეტევის წარუმატებლობისა და დასავლეთის სანქციების რეალურ შედეგებზე. მანამდე, პენტაგონში ეჭვი გამოთქვეს, დანიშნა თუ არა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციაზე“ პასუხისმგებელი პირი, რადგან რუსული ჯარები ქაოტურად იქცეოდნენ. გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 17 00-ზე მეტი რუსი ოკუპანტი, ასევე ასობით ტანკი გაანადგურეს. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაცილებით მცირე დანაკარგების შესახებ იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)