10:55 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 13:26:13, 579 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს - მარიუპოლში ჰუმანიტარული პრობლემება გადაიჭრება, თუ უკრაინელები იარაღს დაყრიან

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერმა უკრაინასი არსებული ვითარება განიხილეს.

„ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაციის ასპექტების შესახებ, მათ შორის, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების კონტექსტში“, - ნათქვამია განცხადებაში.

კრემლში განაცხადეს, რომ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ჰუმანიტარულ საკითხებს დაეთმო.

„რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას ზომების შესახებ აცნობა, რომელიც რუსი სამხედროების მიერ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველსაყოფად მიიღეს, მათ შორის, მარიუპოლიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც უკრაინელი სამხედროები იარაღს დადებენ. 

„უკრაინელმა ნაციონალისტმა ბოევიკებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და ჩააბარონ იარაღი, რათა მოგვარდეს მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია ამ ქალაქში [მარიუპოლში]  ", - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics