15:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 13:11:29, 460 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მასიეჟ ცურას შეხვდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერას. 

მინისტრმა, ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ორგანიზაციასთან  მალე ახალი შეთანხმება გაფორმდება, რაც ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics