15:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 11:14:53, 356 ნახვა

საზოგადოება
დევნილ ვეტერანთა 18 ოჯახი თბილისში ბინის მფლობელი გახდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დევნილ ვეტერანთა 18 ოჯახს თბილისში,  ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის  პრინციპით განაწილდა.

სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტად რჩება.

 „საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პროგრამა აქტიურ ფაზაშია. დღეს, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადავეცით. განსახლებაზე თანხმობა, ჯამში,  დევნილ ვეტერანთა  123 ოჯახს  ეთქვა. ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, მათ  შესაძლებლობა ექნებათ  განსახლების ალტერნატიული მოდელითაც ისარგებლონ და თავად მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში“, - აღნიშნა ჯაბა სირბილაძემ.

სააგენტო დევნილი ვეტერანების განსახლების მიზნით სპეციალურ პროექტს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის წინაშე მათი განსაკუთრებული დამსახურება სათანადოდ იქნას დაფასებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics