|
2022-03-30 10:53:36, 717 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს
პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „People PR" წარუძღვება. „People PR" 2009 წლიდან ოპერირებს და პოლონეთის ღვინის ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით, მასშტაბური პიარკამპანიების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიასთან „People PR" თანამშრომლობის მიზანი პოლონეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობაა. 2022 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სამზარეულო და კულინარია. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 34%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)