11:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 10:11:12, 606 ნახვა

მსოფლიო
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 145 ბავშვი დაიღუპა, 222 კი დაშავდა

რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე,  145 ბავშვი ემსხვერპლა, 222 კი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს. 

გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა რეგიონები სადაც ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში - 69, ხარკოვში - 49, დონეცკში - 54, ჩერნიგოვში - 39, ნიკოლაევში - 30, ჟიტომირში - 15, სუმში - 16, ხერსონში - 25.

დაბომბვების შედეგად დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, მათგან 75 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად დაზიანებულია დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ჟიტიმორის, სუმის, კიევისა და ხერსონის რეგიონები.

გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics