11:30 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 18:23:10, 742 ნახვა

მსოფლიო
აშშ - რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ნაწილის გაყვანა ოლქებიდან „სტრატეგიის ძირითადი ცვლილებაა“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ, შეამციროს საომარი მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო დაკვირვება აღნიშნულზე და აშშ-ის ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადეს, რომ ეს მთავარი სტრატეგიის ცვლილებაა.

BBC წერს, რომ რუსეთი იწყებს გარკვეული ძალების, მათ შორის რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების გაყვანას, რომლებიც უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებულნი. 

გამოცემა აშშ-ის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ძალები ახლა ჩრდილოეთის რეგიონში გადადიან, რათა ფოკუსირება მოახდინონ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის მიღწევებზე. 

აშშ-ის შეფასებით, რუსეთი უკან დახევას დედაქალაქის საჰაერო და საარტიერიო დაბომბვით აპირებს და ოფიციალური პირები გაფრთხილებას იძლევიან, რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია დაიხიოს უკან, თუ ამის საშუალებას საბრძოლო პირობები მისცემენ.

აშშ-ის აზრით, ეს არის გადაჯგუფების არა მოკლევადიანი კორექტირება, არამედ გრძელვადიანი ნაბიჯი, რადგან რუსეთი ებრძვის ჩრდილოეთში წინსვლის წარუმატებლობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics