11:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 17:25:10, 786 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის თანაშემწე - რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის

რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი, - ამის შესახებ  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომელიც  რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს კიევთან მოლაპარაკებებზე.

„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში“, - განაცხადა მედინსკიმ.

ამასთან, მედინსკიმ უკრაინის წინადადებებს კომპრომისისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯი უწოდა. 

შეგახსენებთ, მოსკოვისა და კიევის დელეგაციებს შორის უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები სტამბულში ცოტა ხნის წინ დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics