11:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 09:54:17, 630 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინის კონტრშეტევას გარკვეული წარმატება აქვს, თუმცა კიევს საფრთხე მაინც ემუქრება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ყოველდღურ ანალიზს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ლოკალურ კონტრშეტევებს კიევის ჩრდილოეთით, მათ შორის, ირპენში, ბუჩასა და გოსტომელეში. 

„ამ თავდასხმებს ჰქონდა გარკვეული წარმატება და რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიციიდან უკან დაიხიეს", - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დაიბრუნა კონტროლი კიევის ოლქის ქალაქ ირპენზე. 

„ამავდროულად, რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კიევს, მისი დარტყმის შესაძლებლობების გამო", - ვკითხულობთ დაზვერვის ინფორმაციაში. 

რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, რომელიც რამდენიმე კვირაა რუსი ჯარისკაცების მიერ არის ალყაშემორტმული, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ „ქალაქის ცენტრი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics