11:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 17:50:56, 747 ნახვა

მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე უარი განაცხადეს

G7-ის ქვეყნები - გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, აშშ, კანადა და იაპონია - შეთანხმდნენ, რომ  გაზის საფასური რუბლით არ გადაიხადონ, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვდა. - ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

„დიდი შვიდეულის მინისტრები სრულად თანხმდებიან, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა“, - განაცხადა ჰაბეკმა მოსკოვის მოთხოვნებზე.

ამასთან, მან რუსეთის მოთხოვნებს მიუღებელი უწოდა და კომპანიებს მოუწოდა "არ დაეთანხმონ პუტინის პირობებს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს,  ევროპას რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლით მოსთხოვა.

პუტინის თქმით გადაწყვეტილება, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვას და სავალუტო გადახდების შეზღუდვას უკავშირდება.

მანამდე ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ევროპას გაზს უფასოდ არ მიაწოდებს, თუ დასავლეთის ქვეყნები გაზს ეროვნულ ვალუტაში არ გადაიხდიან. მისი თქმით, მთავრობა და გაზპრომი შეიმუშავებენ მექანიზმს და განსაზღვრავენ იმ პერიოდს, როდესაც გაზის გადახდა რუბლში მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics