20:00 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 14:47:45, 740 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, აჭარის მთავრობა დეველოპერებს 150 მლნ ლარის თავდებობას სთავაზობს

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სამთავრობო მიზნობრივი პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", რომლის თანახმადაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების პარალელურად პროცესში ინვესტორები, სამშენებლო-დეველოპერული  კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

„დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე." აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება დაახლოებით 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი, თანამედროვე საცხოვრისით და 3000-ზე მეტი ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. ამ მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყველა დეველოპერს, მშენებელ კომპანიას შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენ ეს პროგრამა უკვე გასულ წელს დავიწყეთ. 80 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისთვის. ეს არის ამ პროგრამის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ჩაერთვებიან როგორც საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებები, ასევე, დეველოპერები" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება ბათუმში ათწლეულების განმავლობაში არსებული ავარიული სტატუსის მქონე სახლების   მასშტაბურობით არის განპირობებული. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს უსაფრთხო საცხოვრისს. პროგრამის თანახმად, ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნას, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიასთან ერთად ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" 4 წლიანი პროგრამის პირველი ეტაპის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მხოლოდ 2022 წლისთვის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე  სამთავრობო მიზნობრივი პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამასთან ერთად ითვალისწინებს პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული  კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის  მიერ 150 000 მლნ ლარის  მოცულობის ფინანსური გარანტიით,  უძრავი ნივთის შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით.

პროგრამის განხორციელებაში ჩართული იქნება აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, საბანკო სექტორი და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics