|
2022-03-26 21:47:01, 1150 ნახვა
სამხედრო
მარიუპოლში რუსებმა გაურკვეველი მიმართულებით, გაიტაცეს No1 საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები
მარიუპოლში რუსებმა გაურკვეველი მიმართულებით, იძულებით გაიყვანეს ქალაქის No1 საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები, ასევე ქალაქის მცხოვრებლები, რომლებიც დაბომბვისგან იმალებოდნენ სამედიცინო დაწესებულების სარდაფებში. - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური Telegram-ზე იტყობინება, თვითმხილველების თქმით, ოკუპანტებმა გაურკვეველი მიმართულებით ძალით გაიყვანეს სამედიცინო პერსონალი, პაციენტები და მარიუპოლის სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც მტრის დაბომბვისგან იმალებოდნენ სამედიცინო დაწესებულების სარდაფებში“, - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში. აღნიშნულია, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა. რამდენი მათგანი იქნა გატაცებული რუსი ოკუპანტების მიერ, ზუსტად უცნობია. ინფორმაცია ზუსტდება. როგორც Ukrinform იტყობინება, რუსეთის აგრესიამ საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია მარიუპოლში. დამპყრობლები ბომბავს უიარაღო მოსახლეობას, ბლოკავს ჰუმანიტარულ დახმარებას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ვიცე-პრემიერმა - უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქი თითქმის გაანადგურეს და მისგან ყველა მშვიდობიანი მოქალაქე უნდა იყოს ევაკუირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)