01:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 02:12:57, 1067 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- თუ შენ, შენი ნებართვით, უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში

,,რამდენი პროვოკაციაც შემოგვთავაზეს, იმდენჯერ მიიღეს რაციონალური პასუხი. თვითმფრინავის თემა იყო ყველაზე აქტუალური ამ კუთხით.’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “POSTV’’-ის ეთერში.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც იმ ქვეყანაში შენი ნებართვით უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს, ეს ნიშნავს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას. 

,,ძალიან მარტივად იყო აქ საქმე, თუმცა ძალიან რთულ შედეგებამდე მიგვიყვანდა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თუ შენ შენი ნებართვით უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს, იმ ქვეყანაში სადაც არის საომარი მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში, რაც არაერთხელ თქვა, არაერთმა ლიდერმა. მათ შორის, ბორის ჯონსონმა გააკეთა განცხადება  და თქვა, რომ ისინი არათუ ხელს არ შეუწყობდნენ მოხალისე მებრძოლების წასვლას უკრაინაში, არამედ, რეკომენდაციას არ უწევდნენ, თუნდაც ირიბი ფორმით ადამიანების ჩართვას სამხედრო კონფლიქტში.’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics