|
2022-03-25 18:54:01, 780 ნახვა
საზოგადოება
ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონო სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს
ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონო სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროსთან იმყოფებოდა, სადაც უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს. ფეისბუქ ლაივში ჩართვისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და ყოველგვარი დამატებითი სართულის გარეშე აშენდება. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის მიმართ ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. „ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ამ კონკრეტულ მშენებლობასთან დაკავშირებით. პატარა სასტუმროს მშენებლობის პროექტი ჰქონდათ წარმოდგენილი და გაიცა ნებართვა პროექტზე, რომელიც არსებულ განაშენიანებასა და ურბანულ ქსოვილში თავისუფლად ჯდებოდა. მშენებლობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ არასწორად მიმდინარეობდა მშენებლობა, უკანონოდ დამატებული იყო ერთი სართული. მე საზოგადოებას მივეცი პირობა, რომ მშენებლობა დასრულებოდა იმ ფორმით, რაც იყო შეთანხმებული. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს გვიხარია, ვიღაცას რომ მშენებლობას ვუჩერებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესების ფარგლებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ძველ თბილისზე. ბარათაშვილის ქუჩაზე ეს ისტორიული გალავანი რამდენად მნიშვნელოვანია და საინტერესოა ქალაქისთვის, ამას, ვფიქრობ, ახსნა-განმარტება არ სჭირდება. შესაბამისად, აქ მშენებლობა ამ ფორმით ვერ დასრულდებოდა და ჩვენ მივეცით პირობა თბილისელებს, რომ აუცილებლად მოიხსნებოდა ის ზედმეტი სართული. ახლა აქ დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, გვქონდა კომუნიკაცია მფლობელებთან და შევთანხმდით. მიხარია, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას და ზედმეტი ერთი სართულის დემონტაჟი მოხდა. ჩვენ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობა თაღლითურად განხორციელდეს. ყოველთვის ვიდგებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი სამსახურების მხრიდან იქნება რეაგირება. სამართლიანობა და თანასწორობა კანონის წინაშე ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩვენ ასე ვმოქმედებთ, ასე ვმოქმედებდით წარსულშიც და ასე ვიმოქმედებთ მომავალშიც", - განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)