01:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 15:14:47, 865 ნახვა

პოლიტიკა
IPM კვლევა - გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში დარჩება და იბრძოლებს

კვლევითმა ორგანიზაცია „აიფიემმა“  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა მოამზადა, რომელიც რაოდენობრივი მეთოდის ტექნიკით, სატელეფონო ინტერვიუების საფუძველზე ჩაატარა.

შეკითხვაზე, „რას მოიმოქმედებთ, თუ რუსული ჯარები, უკრაინის მსგავსად, საქართველოშიც შემოვლენ?“ გამოკითხულთა 42%-მა განაცხადა, რომ მზად არის დარჩეს ქვეყანაში და იბრზოლოს იარაღით ხელში, 24,2%-მა კი აღნიშნა, რომ დარჩება ქვეყანაში და შეეცდება უსაფრთხოდ იყოს.

ამასთანავე, გამოკითხულ რესპონდენტთა 16.7% გამოთქვამს მზაობას, რომ ჩაერთოს მოხალისეობრივ აქტივობებში (11.2% სამოქალაქო, ხოლოდ 5.5% სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობაში), კვლევის მონაწილეების 11.2% კი აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო.

კვლევაში მონაწილე პირთა 3% აცხადებს, რომ შეუერთდება მიტინგებს, 1.7% კი ამბობს, რომ დატოვებს ქვეყანას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics