|
2022-03-24 14:35:19, 762 ნახვა
საზოგადოება
ბილაინმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში, უკრაინის წითელი ჯვრის მხარდასაჭრად 100,000 ლარი შეწირა
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, მობილიური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის პირველივე დღიდან მხარდაჭერას უცხადებს და გვერდში უდგას უკრაინელებს. რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, უკრაინაში მყოფ ბილაინის მომხმარებლებს კომპანია როუმინგში ინტერნეტს საჩუქრად აძლევს. ბილაინის ქსელიდან უკრაინის მიმართულებით SMS შეტყობინებები და ზარები როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ტელეფონებზე უფასოა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ნომერზე 16222 ბილაინიდან ზარის შედეგად გაკეთებული შემოწირულობა სრულად გადაეცემა წითელ ჯვარს, რომელიც თავის მხრივ დახმარებას უწევს უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას. დამატებით, დღეს ბილაინმა, კომპანიის სახელით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში 100,000 ლარი შემოწირულობის სახით განახორციელა, უკრაინის წითელი ჯვრისთვის. ბილაინის თანამშრომლების პირადი შემოწირულობებით კი შეძენილ და გაგზავნილ იქნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინიდან მომავალი ლტოლვილებისთვის პოლონეთის საზღვარზე. „ამ უმძიმეს დროს, ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა გვერდში დავუდგეთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი უკრაინის მოსახლეობას და დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია. პირველ რიგში ეს ეხება ჩვენი მომსახურების მიწოდებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და მეორე - ჰუმანიტარული, მათ შორის ფინანსური დახმარების გაწევა. სამწუხაროდ, ომის შედეგად მხოლოდ იმატებს უკრაინელების რიცხვი, ვისაც საკვებით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით მხარდაჭერა ესაჭიროება, ამდენად თითოეულ შემოწირულობას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით უკრაინის გვერდში და ვუსურვებთ, რომ ომი მალე დასრულდეს“, განაცხადეს ბილაინში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)