2022-03-24 14:29:27, 756 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 128 ბავშვი დაიღუპა, 172 კი დაშავდა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 24 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში 128 ბავშვი დაიღუპა და 172 დაშავდა. - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.
გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა რეგიონები სადაც ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში - 64, ხარკოვში - 43, დონეცკში - 43, ჩერნიგოვში - 32, ნიკოლაევში - 24, ჟიტომირში - 16, სუმში - 14, ხერსონში - 15.
გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,