10:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 15:32:20, 716 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის პარლამენტს - უკრაინას 15 ატომური ერთეული აქვს და რუსეთის აგრესიის გამო, ყველა საფრთხეშია

უკრაინაში დღეს ოთხი ატომური ელექტროსადგურია. ეს არის 15 ბირთვული ერთეული და ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა. -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისადმი მიმართვისას ისაუბრა. 

"უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ წლები დასჭირდება იმ ზიანის ინვესტირებას, რაც მათ მიაყენეს ჩერნობილის მიწას, რადიოაქტიური მასალებისა და რადიოაქტიური მტვრის დამარხვას. უკრაინაში ოთხი ატომური ელექტროსადგურია. ეს არის 15 ბირთვული ერთეული და ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა." - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან ზელენსკიმ რადიაციის საფრთხეზეც ისაუბრა და იაპონიის მთავრობას ჩერნობილის კატასტროფა და სირიაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები შეახსენა.

"ჩერნობილის სადგურის ირგვლივ 30-კილომეტრიანი ზონა დახურულია.  ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთი შესაძლოა, სათავისო მიზნებით იყენებდეს. ომის დასრულების შემდეგ კვლევებს წლები დასჭირდება, რათა საფუძვლიანად შევისწავლოთ, რა ჩაიდინა იქ რუსეთმა, რა ზიანი მიაყენა ელექტროსადგურს.

თქვენ პირველი იყავით აზიაში, ვინც რეალურად მოახდინა ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის აღსადგენად. ვინც დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მოგიწოდებთ ასე გააგრძელოთ ამ სასტიკი ომის შესაჩერებლად." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics