|
2022-03-23 14:49:31, 723 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი 45 რუს დიპლომატს, ჯაშუშობისთვის, ქვეყნიდან გააძევებს - რუსული მხარე „შესაბამისი პასუხით“ იმუქრება
პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტომ მოამზადა 45 რუსი დიპლომატის სია, რომლებსაც ქვეყნიდან გააძევებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC Onet წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიპლომატები, რომლებსაც პოლონეთი ქვეყნიდან გააძევებს, რუსული სპეცსამსახურების ოფიცრები იყვნენ. პოლონეთის სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ მიეწოდათ მასალები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს დიპლომატები და მათი თანამშრომლები, სავარაუდოდ, ახორციელებდნენ სადაზვერო ოპერაციებს პოლონეთის სტაბილურობის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნიდნენ მის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას. დოკუმენტებიდან გამომდინარე, პოლონეთის ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ დიპლომატების საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ „რია ნოვოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული მხარე „შესაბამის პასუხს“ გასცემს პოლონეთიდან 40-მდე რუსი დიპლომატის შესაძლო გაძევებას.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)