|
2022-03-23 12:17:20, 635 ნახვა
საზოგადოება
გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა, რეაბილიტირებული სივრცეები ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს და სწორი ფორმით განავითაროს. „მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენთვის საამაყო პროექტს - ეს არის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-განახლება. რამდენიმე თვის წინ გვქონდა პრეზენტაცია და საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ რამდენად ლამაზი გამოვიდა გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ. თითოეულ ძეგლს, ორნამენტს, დეტალს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და განსაკუთრებული მოწიწებით ვუფრთხილდებით, რათა კულტურული მემკვიდრეობა შევინახოთ, შევინარჩუნოთ და გალამაზებული, მოწესრიგებული გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. გუდიაშვილის მოედანი დღეს მთლიანად მოწესრიგებულია. პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც 16 სახლი დაემატა და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, თუმცა, პირველ ნაწილს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ, სჭირდება პატრონი, ვინც მოუვლის, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ერთია სილამაზე, ამ ძეგლების მნიშვნელობა, თუმცა, მას აქვს მეორე - ეკონომიკური მხარეც“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროცესში დედაქალაქის მერიაც ჩაერთვება, რათა გუდიაშვილის მოედანი სწორად განვითარდეს. „ჩვენს ბიზნესსექტორს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს სივრცეები, რომელიც მუნიციპალური საკუთარებაა, გამოიყენოს. მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების აუქციონზე გამოტანა და გასხვისება ბიზნესსექტორზე, რათა შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული, თუმცა, ამ პროცესში პარალელურად, დედაქალაქის მერია იქნება ჩართული, რათა გუდიაშვილის მოედანი იყოს სწორად განვითარებული და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება, არ იყოს მისაღები ქალაქისთვის და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორი ფორმით, რომ ეს იყოს მიზიდულობის ცენტრი, სადაც თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი, მივიდეს გუდიაშვილის მოედანზე, დაისვენოს, გაერთოს და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, იმუშაოს ამ მიმართულებით, დაამაყაროს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, მოამზადოს პრეზენტაციები და რაც შეიძლება სწრაფად გამოიტანონ ფართები აუქციონისთვის.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)