20:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 12:12:37, 755 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს

უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტი უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს და მიმდინარე წლის განმავლობაში, 60 ოჯახის მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილებას გეგმავს.  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით 400 თბილისელი უსახლკარო ოჯახის უზრუნველყოფა მოხდება. 

„უსახლკაროების პროგრამა იყო  ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ფართებით უკვე ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრისის გარეშე არიან დარჩენილი. 400 ასეთი ოჯახია, რომლებიც წლების განმავლობაში, დედაქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი და ყოველწლიურად მილიონობით ლარს ვიხდით ქირაში იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქუჩაში არ იყვნენ და უზრუნველყოფილი იყვნენ საცხოვრებელი ფართებით. ჩვენ ვასრულებთ წინაასაარჩევნო დაპირებას, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი არ უნდა დარჩეს მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე. ყველა იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. დღეს გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთ ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, 60 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. მომდევნო წლების განმავლობაში, 400-ვე ოჯახს დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებმა რაიონულ გამგეობებსა და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ. 

„ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს გამგეობებს, ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს, სადაც მიიღებენ ზუსტ ინფორმაციას სტატუსის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics